შალვა შავგულიძე – ლადო კახაძეს პირად პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ აირჩია

region
: region აპრილი 12, 2019 17:06

შალვა შავგულიძე – ლადო კახაძეს პირად პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ აირჩია

ლადო კახაძეს პირად პატივისცემას ვუდასტურებ, მაგრამ ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ აირჩია, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა.

შავგულიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გაერთიანდა საარჩევნო ბლოკის სახით „ევროპულ საქართველოსთან“.

მისი თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების განვითარებასა და წინსვლას თავისი უსამართლობით უშლიდა ხელს, მათი ოპონენტი იყო, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საზოგადოებას სამართლის პოვნას დაჰპირდა და ქართულმა ხალხმა კოალიციას 2012 წელს სახელმწიფოს მართვა ანდო.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მართვადი სასამართლო და პროკურატურა ცუდი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყო და თავად მას ძალიან სჭირდება. სამართლის უზენაესობის პოზიციაზე სწორედ ამიტომ ვარ და დღეს „ქართულ ოცნებას“ ვოპონირებ. ლადო კახაძე იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელმაც წინა ხელისუფლების უსამართლობა არათუ განაგრძო, არამედ პერსონებსაც ვერ შეელია. ვინც გამორჩეული იყო უსამართლობითა და პოლიტიკური ხელისუფლების მსახურებით, პერსონალურადაც კი გადმოიბარა, რომ არაფერი ვთქვათ, ინსტიტუციურ დაქვემდებარებაზე. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა უნდა იყოს. რადგან არ იყო, წინა ხელისუფლების დროსაც ვიბრძოდი და ახლაც ვიბრძვი. ჩემს მიმართ სიცრუის გავრცელებას არ ერიდებიან. როცა მათი ლიდერი გამოდის, ასეთ უღირს სიცრუესა და ცილისწამებას ანთხევს და გაბოროტებით საუბრობს, მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი პირები რას იზამენ“, – განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის შეფასებით, ეს მისი, როგორც დეპუტატობის კანდიდატის დისკრედიტების მცდელობაა.

„გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, უღირსი საქციელია პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელმაც კარგად იცის, გირგვლიანის საქმეზე ვინ რა დააშავა და ვის რა წვლილი მიუძღვის, რომ სიმართლე დადგენილიყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც სიმართლემ გაიმარჯვა”, – განაცხადა შავგულიძემ.

შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ექიმი ლადო კახაძეა.

region
: region აპრილი 12, 2019 17:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics