შალვა რამიშვილი „ტელეიმედის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ტელეიმედს“ ჰყავს ფიქტიური მმართველი გიორგი ბახტაძე და ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე.

„იმედიდან“ ინგა გრიგოლიას წავლის შემდეგ, მას სოლიდარობა არ გამოვუცხადე და ეს ვიწვნიე საბოლოოდ. ამის შემდეგ, მე და თეონა გოგელიამ წავიყვანეთ ტოქ-შოუ, რომლის ქუდი, სტუდიის დიზაინი და კონცეფცია ჩემი გახლდათ. 2015 წლის დეკემბერში დამიკავშირდა გიორგი ბახტაძე და მთხოვა, ეთერში მოგვწევია მოსამართლე ლევან მურუსიძე და რამოდენიმე მოქმედი მოსამართლე, რომლებიც მას დაუსვამდნენ შეკითხვას. მე ამაზე არ დავეთანხმე. შემდეგ შედგა „ვაიბერ“ მიმოწერა, რომელშიც ჩანს, როგორ ახორციელებს ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ მე თავს, როგორ არ მინდა მურუსიძისა და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა“,-აღნიშნა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ბახტაძეს სთავაზობდა სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ მან მისცა მოსამართლეების სია, რომელიც გადაცემაში უნდა მიეწვია.

„მებუნება, რომ ისინი უნდა მოვიწვიო. უარის შემდეგ მირეკავს და გარანტიას მაძლევს, რომ გადაცემა საინტერესო გამოვიდოდა. თუმცა, საშინლად წარიმართა ეთერი, რის გამოც საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. ყველამ დაინახა, რომ ეს იყო სპექტაკლი, ეს ვიცოდით მხოლოდ მე და ბახტაძემ“, – განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ ჰქონდა კომუნიკაცია ბახტაძესთან, არჩევნების წინ გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით.

ამასთან, ეთერის შემდეგ კითხა ბახტაძეს, თუ რატომ გააკეთებიან ეს გადაცემა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ეს იყო ტელევიზიის რეალური მმართველის, რუხაძის დავალება.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ამბების შემდეგ დაუკავშირდა ბახტაძე და უთხრა, მისი მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.

„ამის შემდეგ მიკავშირდება ბახტაძე და მეუბნება, რომ მას აქვს მაკოპრომეტირებელი ჩანაწერი თათია სამხარაძის სექსუალურ ძალადობაზე და თუ მე მშვიდად და წყნარად არ გავეცლები ტელევიზიას, ეს აიტვირთება სადღაც და წავა პროკურატურაში. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია არასასიამოვნო, ბევრი ცოდვა ჩამიდენია, მაგრამ მე არ ვარ მოძალადე. ეს არ არის სიმართლე, სინამდვილეში ეს იყო ანგარიშსწორება, მე რუხაძის პოლიტიკური ინტერესს არ ვემხმრობი“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, შალვა რამიშვილი და მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პროკურატურაში გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ეს ვაიბერ მიმოწერა შეიძლება, განხილული იყოს, როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და პირადი ცხოვრების ხელყოფა, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა
შემდეგი სტატია“არა საპოლიციო რეჟიმს” – “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს