შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI-ს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვლმა ხაზი გაუსვა მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

პაპუაშვილის თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს საერთო ევროპული ღირებულებები და საერთო სწრაფვა მშვიდობიან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი.

„მხარეებმა ისაუბრეს ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად. აღინიშნა, რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. შვედეთის მეფემ აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფო გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო 27 ივნისამდე გადაიდო
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს