შალვა პაპუაშვილი – სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია

ოპონენტები, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან, ახლა ვაკვირდებით, რომ კანონისა და სამართლებრივი სივრციდანაც გავიდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო და თავად განსაზღვრას, რა არის კანონი.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.

„გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპონენტები, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან, ახლა ვაკვირდებით, რომ კანონისა და სამართლებრივი სივრციდანაც გავიდნენ, ამას ვერ დავუშვებთ. როგორც მაშინ ვერ დავუშვით დემოკრატიული სივრციდან მათი გასვლა, ახლა პარლამენტი ვერ დაუშვებს სამართლებრივი სივრციდან მათ გასვლას.

ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრას და ადგენს, რა არის კანონი და რა – არა. შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ეტყვის მას – ამ სახელმწიფოს ნიკა მელია არ ჰქვია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და მისი ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: „კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, რასაც დაგვავალებს კანონი, ჩვენ იმას შევასრულებთ“
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე ხალხს საკუთარ ბარში, “ჯაფარასთან”, ისევ იწვევს