შალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას მადლობა გადაუხადა მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას, აგრეთვე, ესაუბრა მიმდინარე რეფორმებსა და პარლამენტის გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის მზაობა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – პარლამენტთან ხაბეიშვილის პერფორმანსი იყო თავის კოლეგებისთვის, რომლებმაც წამოაძახეს, რომ კეზერაშვილის დაფინანსებით თავის ვიწრო ინტერესებს ატარებდა და მისი ე.წ. ანტიკორუფციული მოძრაობა არაფერს აკეთებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება