არჩილ თალაკვაძე – პარლამენტთან ხაბეიშვილის პერფორმანსი იყო თავის კოლეგებისთვის, რომლებმაც წამოაძახეს, რომ კეზერაშვილის დაფინანსებით თავის ვიწრო ინტერესებს ატარებდა და მისი ე.წ. ანტიკორუფციული მოძრაობა არაფერს აკეთებს

ეს იყო ხაბეიშვილის პერფორმანსი თავის კოლეგებისთვის, რომლებმაც წამოაძახეს, რომ კეზერაშვილის დაფინანსებით ვიწრო ინტერესებს ატარებს და რეალურად ეს ანტიკორუფციული მოძრაობა არაფერს აკეთებს, – ასე ეხმიანება „ანტიკორუფციული მოძრაობის” მიერ პარლამენტის წინ გამართულ აქცია პერფორმანსს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, „თუ მედია გადაამოწმებს ვინ რა შეისყიდა, დარწმუნდება, რომ ეს მხოლოდ მონაყოლია”.

„მგონი ყველა ხვდება, რას ემსახურებოდა დღეს ეს პერფორმანსი, ეს იყო მართლაც პერფორმანსი და არავითარი სხვა დატვირთვა მას არ ჰქონდა. ეს იყო ხაბეიშვილის პერფორმანსი თავის კოლეგებისთვის, რომლებმაც წამოაძახეს, რომ კეზერაშვილის დაფინანსებით თავის ვიწრო ინტერესებს ატარებდა, მათ წამოაძახეს ხაბეიშვილს მისი ეს ე.წ. ანტიკორუფციული მოძრაობა რომ რეალურად არაფერს აკეთებს და მხოლოდ მისი აქტუალიზაციისთვის არის შექმნილი. ამიტომ მოაწყვეს ეს პერფორმანსი, რომ თავის არსებობა გაამართლონ. რაც შეეხება სანქციებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრაქტიკული დადასტურება ხდება, რომ მხოლოდ ძალაუფლებაზე არიან ორიენტირებული
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა