„ბოკერია-თარხნიშვილის მიერ შეთითხნილი მორიგი სიბინძურე,“ – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი NDI-ის მორიგ კვლევას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.
ამასთან, ნათელაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კითხულობს, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ბოკერიას კვლევებს უნდა უკვეთავდეს თუ ეს უკანასკნელი ციხეში უნდა იჯდეს „პატიმრების ამოსახოცად, ციხეში ცეცხლის გახსნაზე ბრძანების გაცემისათვის.“
„როგორც იტყვიან, მართლაც, ვაი, არა ბოკერიებს, არამედ, მათ პატრონებს, რომლებმაც კიდევ ვერ ისწავლეს ჭკუა წარსულიდან,“ – წერს შალვა ნათელაშვილი.