შალვა ნათელაშვილი: ჩვენი პარტია უსამართლო საბანკო სისტემას დაანგრევს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი თბილისში დიდუბე პლაზაში შეხვედრას მართავს. შალვა ნათელაშვილმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

შრომის პარტიის ლიდერის თქმით, მათი სამოქმედო გეგმები ძირითადად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული.

„გამარჯვების პირველსავე კვირებში უმაღლესიდან გარიცხულ 40 ათას სტუდენტს მშობლიურ აუდიტორიაში დააბრუნებს. ჩვენი პარტია უსამართლო საბანკო სისტემას დაანგრევს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აიკრძალება, ონლაინსესხები გაუქმდება, ქალაქიდან ყველა კაზინო გავა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“აშკარაა იმ ადამიანების ფსიქიკური აშლილობა, რომლებსაც მიდრეკილება ჰქონდათ და აქვთ, განეხორციელებინათ ფარული ჩანაწერები”
შემდეგი სტატიაგაერო რუსეთს მოუწოდებს სირიაში ცეცხლგამჩენი იარაღი არ გამოიყენოს