გაერო რუსეთს მოუწოდებს სირიაში ცეცხლგამჩენი იარაღი არ გამოიყენოს

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა დღეს რუსეთს მოუწოდა ცეცხლგამჩენი იარაღი არ გამოიყენოს სირიაში და თქვა, რომ ერთი მხარის დანაშაული მეორის არაკანონიერ ქცევას არ ამართლებს.
ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ალეპოში სიტუაცია ახალ ინიციატივებს საჭიროებს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ვეტოს გამოყენების უფლებაზე შეზღუდვის შემოღებას, რაც სირიის პრობლემის შესახებ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქმის აღძვრას გახდის შესაძლებელს.

შეგახსენებთ, რომ სირიის მთავრობა და მისი მოკავშირეები, ირანი და რუსეთი ალეპოში ისეთ მიზნებს ბომბავენ, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობს, მათ შორის საავადმყოფოებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, წყალსაკანალიზაციო სისტემებს და სხვა.

ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ რუსეთთან ერთად სირიაში თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

gggg

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ჩვენი პარტია უსამართლო საბანკო სისტემას დაანგრევს
შემდეგი სტატიაანკარამ უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთმა გადატრიალებაზე გააფრთხილა