შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მოითხოვს

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მოითხოვს. ამ თემაზე მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ბიზნესმენი მაჟორიტარები ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ.

ნათელაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს არ მოახდინოს მსგავსი კანდიდატების რეგისტრაცია.

“დღეს, ჩვენი ხალხის ისტორიული ამოცანაა პოლიტიკიდან მილიონერთა მოცილება, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია. ამ მტკიცე საზოგადოებრივი პოზიციის გამო, ხობის მაჟორიტარმა ოლიგარქმა-ბანკირმა ბუკიამ უკვე მოხსნა კანდიდატურა, ამასთან ხალხის კვლავ მოსყიდვის იმედით ჯიუტად აგრძელებენ პარლამენტში შესვლის მცდელობებს, მილიონერ მტაცებელთა გუნდი, რომელთა ხელში 5 მილიარდ დოლარამდეა თავმოყრილი. აი, მათი შავი სიაც. კახა ოქრიაშვილი, გოჩა ენუქიძე, იოსებ მაკრახიძე, ელგუჯა გოცირიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცეზარ ჩოჩელი, აკაკი ჩხაიძე, ილია წულაია, ილია კოკაია, ირაკლი ხახუბია, ფატი ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი, ვალერი გელაშვილი, მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან არ მოახდინოს ამ კანდიდატთა რეგისტრაციაში გატარება, რადგან ყველაფერთან ერთად ჩვენი კონსტიტუცია კრძალავს ბიზნესმენთა პარლამენტარობას”,-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, ასპინძას ყველაფერი ის მისცეს, რაც დღეს სჭირდება
შემდეგი სტატიატერაქტის მზადების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება