შალვა ნათელაშვილი აშშ-ს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

region
ავტ.: region სექტემბერი 16, 2020 15:16

შალვა ნათელაშვილი აშშ-ს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიასთან ბრიფინგი გამართა და რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.

შალვა ნათელაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას მიმართვა ორ – ქართულ და რუსულ ენებზე გაუგზავნა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მოითხოვს, აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომლის შემდეგ მისივე თქმით, შესაძლებელი გახდება ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება.

შალვა ნათელაშვილმა ასევე აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. ნათელაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პროცესებში რუსეთი იყენებს როგორც ფულად, ისე ადამიანურ რესურს სპეცსამსახურების სახით. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს მოუწოდებს, აამოქმედო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„რუსეთის საელჩოსთან ვდგავართ, ხურვალეთი იბომბება რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთი ერთად მობილიზებულია, ჩაერიოს უახლოეს საარჩევნო პროცესებში, თავიანთი, საკუთარი ოლიგარქიული რეჟიმის დასატოვებლად. მობილიზებულია სპეცსამსახურები, ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მილიონობით ფული და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ სამუდამოდ გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა, რის საშუალებასაც მას დღევანდელი და მომავალი თაობა არ მივცემთ და ამას ვაცხადებთ აქ, მათივე საელჩოს ნარჩენებთან. დღეს ჩვენ იძულებულები გავხდით, გაგვეგზავნა მოთხოვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, რათა საქართველოში არჩევნების პროცესში ჩარევისთვის რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სანქციები. იმედია, სანქციების საფრთხე და რეალობა აიძულებს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, თავი დაგვანებოს, ოკუპაცია დაამთავროს და დაიწყოს იმ თანამშრომლობაზე ფიქრი, რომლებიც ჩვენი ორივე ხალხის საერთო ინტერესებშია. ჩვენი ხალხების ინტერესებშია მშვიდობა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ბიზნესის განვითარება, უვიზო რეჟიმი, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მას შემდეგ, რაც საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება ფსოუში, ჯავაში, ცხინვალში, როგორც ამას მოითხოვს გაერო-ს წესდება და მსოფლიო თანამეგობრობა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

region
ავტ.: region სექტემბერი 16, 2020 15:16