შალვა ხაჭაპურის განცხადებით, ამერიკელი ექიმი სააკაშვილთან არ შეუშვეს

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილთან აშშ-დან ჩამოსული ექიმი ჯეიმს კობი არ შეუშვეს. ამის შესახებ მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მათ კლინიკა „ვივამედიდან“ დირექტორის ხელმოწერილი წერილი მიიღეს.

„მიხეილ სააკაშვილმა თავისივე განცხადებით მიმართა კლინიკის დირექტორს და სთხოვა ჩართულიყო საქმეში იმის თაობაზე, რომ ბატონო კობი შესულიყო პაციენტთან. ჩვენდა გასაკვირად დღეს მივიღეთ პასუხი კლინიკა „ვივამედიდან“ და მისი დირექტორის ხელმოწერით არის, სადაც ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილს თურმე არაფერი განსაკუთრებული არ სჭირს და არ ესაჭიროება მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურება.

ამ დოკუმენტს არ ვეთანხმებით და სასამართლოში გავასაჩივრებთ. გმადლობთ ამ წერილისთვის, იმიტომ რომ როგორც ადვოკატს შესანიშნავი მტკიცებულება ხელში ჩამივარდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.

არაკომპეტენტურობის გაუგონარი ფაქტებია, მკურნალობის შოკის მომგვრელი ინფორმაციებია, თუმცა სააკაშვილისვე თხოვნით, იმიტომ რომ მასზე არ მომხდარიყო ზეწოლა, ამ ფაქტების გაჟღერებისგან თავს ვიკავებდით“, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

banner
წინა სტატიაშიდიახ, მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერი ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება თქვენთვის არ იყო მისაღები – ლომჯარია წილოსანს
შემდეგი სტატიაჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მიეცით საშუალება ექიმს გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება – სააკაშვილი „ვივამედის“ გენერალურ დირექტორს