შალვა კერესელიძე – ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრორიტეტი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრორიტეტი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. წინა ხელისუფლების დროს მთასთან მიმართებაში ყურადღება პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. დღეს კი სხვა მოცემულობაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 8 წლის განმავალობაში მცხეთა-თიანეთის ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა.

„არც ისეა საქმე, როგორც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ თითქოს 2003 წლიდან დაიწყო და 2012 წელს დასრულდა მცხეთა-მთიანეთის აყვავება და განვითარება. ორ პროექტზე საუბრობენ, ეს არის მცხეთის რეაბილიტაცია და დევნილთა ჩასახლებებში კოტეჯების მშენებლობა. ორივე შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მცხეთის შემთხვევაში, რითაც ისინი ამაყობენ, არა თუ რეაბილიტაცია, ყველანაირი ნორმები იყო დარღვეული. არ იყო გათვალიწინებული არც იუნესკოსა და არც ადგილობრივი სპეციალისტების რეკომენდაციები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან სიფრთხილით ვუდგებით მცხეთის განვითარებას“, – განაცხადა კერესელიძემ.

როგორც კერესელიძემ აღნიშნა, მცხეთაში უკვე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, როგორიცაა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია და სხვა.

კერესელიძემ ასევე ისაუბრა მთის მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზეც და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონზე“.

მისივე თქმით, 2012 წელს ყაზბეგისა და მთიანეთის მოსახლეობის უმთავრეს მოთხოვნა მისასვლელი გზის მოწყობა იყო.

„მთასთან მიმართებაში ყურადღება პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. დღეს კი სხვა მოცემულობაა. კარგად მოგეხსენებათ, ტურისტული თვალსაზრისით ყაზბეგი როგორ ვითარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე აღარ არის იქ საუბარი, არამედ სხვა მაღალი ღირებულების შექმნაზე. კეთილმოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მოხდა, ასევე, თრუსოს რებილიტაციას ვიწყებთ. გერგეთის გზა გაკთდა, ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუის რებილიტაცია მიდის და ასე შემდეგ“, – განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა კომისიამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად კონტრაქტი კიდევ ერთ კომპანიასთან გააფორმა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა