შალვა ბედოიძე : ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში

ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ „ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა.

როგორც შალვა ბედოიძემ განაცხადა, გამოიკითხნენ როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე.

„კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია, რადგან მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა. მოგეხსენებათ, საზარელი ტრაგედია იყო დატრიალებული. პირველივე დღეს იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდგომ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24 საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. პირები, ვინც გამოკითხნენ გამოძიების ფარგლებში, არავის მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია,- განაცხადა შალვა ბედოიძემ.

banner
წინა სტატიაშიჭუბერში სტიქიის შედეგად 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება
შემდეგი სტატიაილია მეორე : სტიქიური მოვლენები გარდაუვალია, მაგრამ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს