ჭუბერში სტიქიის შედეგად 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება

ჭუბერში სტიქიის შედეგად სამი სახლი დაინგრა და 21 საცხოვრებელს დანგრევის საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

გვიან ღამით მდინარე ნენსკრა ისევ ადიდდა და რამდენი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

როგორც პირველ არხს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა, მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია, საშიშროება ნაკლებია, თუმცა არსებობს ეპიცენტრები, სადაც საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არის.

ვიბლიანის თქმით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, სოფლიდან გაყვანილია. მისი თქმით, რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად გუშინ ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

banner
წინა სტატიაში,, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარ აქტივობებსა და რეკლამაში 98 მლნ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს”
შემდეგი სტატიაშალვა ბედოიძე : ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში