სერგო რატიანი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის თემის გაქრობა საგანგაშოა.

პარტიის წევრი სერგო რატიანი NDI-ს კვლევების შედეგებს ეხმაუება და როგორც განმარტავს, ანგარიში ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს.

„მოსახლეობას ძალიან ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მთავრობამ შექმნა, ამას გამოკითხულთა 81% ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 42%-ის აზრით, მათი მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა და 47%-ის აზრით, კი სტაგნაციაა.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ნაციონალური პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია,“ -განაცხადა სერგო რატიანმა.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშისტავროპოლის მხარეში სამმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა
შემდეგი სტატიაჯონ კერი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელმაც ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსი მოინახულა