ჯონ კერი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელმაც ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსი მოინახულა

joni

ჯონ კერი შეერთებული შტატების პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელმაც ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსი მოინახულა. კერიმ მეორე მსოფლიო ომის დროს ატომური დაბომბვის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

სახელმწიფო მდივანი ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მოლაპარაკებები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, განხილვის მთავარი თემები კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის კრიზისია.

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა უკვე მოუწოდეს რუსეთს, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება