სერგი კაპანაძე : „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობოების მიმართ პირდაპირ ფრონტალურ შტურმზეა გადასული

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ პირდაპირ ფრონტალურ შტურმზეა გადასული.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი პირდაპირ გადასულია ფრონტალურ შტურმზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ისინი მარტო არიან დარჩენილები, აბსოლუტურად არავინ იზიარებს მათ პოზიციას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისა და შეფასებების დროსაც. ის, რომ სალომე ზურაბიშვილიცდილობს ამოეფაროს „ქალის საკითხს“ თითქოს მას არ იცავენ, ეს არასერიოზულია, მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს. ის საბოლოო ჯამში არის კანდიდატი, რომელიც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი. ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამას სწორედ ასე აფასებენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, და საქართველოში ასე არ ხდება.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : შეურაცხყოფა და ნეგატივი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა