სერგი კაპანაძე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

‘’სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიმართ ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ და დიდი იმედი მაქვს ისინი გამოჯანმრთელდებიან.

ჩემი აზრით, გუშინდელი ტერორისტული აქტი, სამი დღის წინ ოქრუაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა, ახალგაზრდის მკვლელობა ოცნების კონცერტზე და ყველა ძალადობის აქტები, შედეგია იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელიც დღეს ივანიშვილს და ქართულ ოცნებას გააჩნია.

ის, რომ ქუჩაში კლავენ ახალგაზრდებს კალაშნიკოვით, შუა ვაკეში მიმდინარეობს სროლა და კლავენ ადამიანს, კოლმეურნეობის მოედანზე დეპუტატს აფეთქებენ, ეს ყველაფერი ნათელს ფენს თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა.

რათქმაუნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებას სამარცხვინო რეაქციები ჰქონდა. თავად გივიზე დაბრალება, თითქოს ინსცენირება მოახდინა და მერე განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ნაციონალურმა მოძრაობამ ან საქართველოს გარეთ მყოფმა ადამიანებმა გააკეთეს, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გზა აარჩია ხელისუფლებამ.

კრიმინალი და დესტაბილიზაცია მალე დასრულდება. 8 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ წერტილს ჩვენ დავუსვამთ’’ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით სმარტფონები გამოუშვეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება უახლოეს მომავალში ყველა კითხვას პასუხს გასცემს