სერგი კაპანაძე : მეორეხარისხოვანია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, იმას კი არ ვამბობთ, რომ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას

მეორეხარისხოვანია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, იმას კი არ ვამბობთ, რომ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

მისივე თქმით, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენი ამომრჩევლის ხმა აქვს მათ პარტიას დაკარგული.

„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ 8 000-მდე კარუსელი იყო და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კარუსელში ჩაბმული ყავდათ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მანამდე სხვა პარტიას აძლევდა ხმას, შემდეგ აკონტროლებდნენ ამ კარუსელის მეშვეობით, ის ადამიანი იყო მოსყიდული ან მასზე ზეწოლა იყო განხორციელებული, ეს ნიშნავს, რომ რიცხვები საერთოდ არეულია. ძნელი სათქმელია, ვის რამდენი პროცენტი ჰქონდა.

ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი ამბავია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას. ესაა საბოლოო, რაც აქედან ჩანს.

შეუძლებელია, გაიგო, ადამიანი, რომელიც დააშინეს, ვის უჭერდა მხარს და ვისი მომხრე იყო. შეუძლებელია ამის გარკვევა. ამიტომ, ეგ საკითხი ჩვენთვის არარელევანტურია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 833 პაციენტი
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 200 ნიმუშზე პასუხი დადებითია