ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 200 ნიმუშზე პასუხი დადებითია

admin
ავტ.: admin ნოემბერი 3, 2020 11:52

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ 200 ნიმუშზე პასუხი დადებითია

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 დაფიქსირდა ხობში, 7 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 2 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში. დანარჩენიშემთხვევბი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.
მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 103 ადამიანი.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 3, 2020 11:52