სერგი კაპანაძე: მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა

მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად“, – წერს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო – საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს
შემდეგი სტატიაპატრიოტიზმი სხვა რამ არის, ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება