სერგი კაპანაძე : გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებს ტერორისტული აქტია.

„გუშინ მოხდა ძალიან სამწუხარო რამ, ტერორისტული აქტი.სამწუხაროა, რომ უდანაშაულო ადამიანებიც დაზარალდნენ. ჩემი აზრით, ძალიან მარტივადაა საქმე. ეს ტერორისტული აქტი, ისევე როგორც სამი დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის განხორციელებული თავდასხმა, ისევე როგორც ახალგაზრდას მკვლელობა ოცნების კონცერტზე, ეს არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელიც აქვს დღეს ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”. ის, რომ აფეთქებენ დეპუტატს , არის ნათელი თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას იმ გარემოზე, რომელიც შექმნა. სამარცხვინოა, ის რეაქციები, რომელიც მოვისმინეთ. დაბრალება თავად გივიზე, რომ მან ინსცენირება მოახდინა და ასევე განცხადებები, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ადამიანებმა გააკეთეს სამარცხვინოა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : “მე პრემიერს შეიძლება ვუწოდო უნამუსო ადამიანი”
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი გრძელდება და ქვეყანა წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს, ვიდრე დაგეგმილი იყო