სერგი კაპანაძე : გამოკითხვისას არასრულწლოვანი მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციებს იძლევიან

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხვისას არასრულწლოვანი მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციებს იძლევიან, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორის არის ინფორმაცია, რომელიც გამოძიებასაც მიაწოდეს.

„არასრულწლოვანი მოწმეები იძლევიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს, მათ შორის ინფორმაციებს, რომელიც გამოძიების ეტაპზე აქვთ მიცემული და ამ ჩვენებებს ვრცლად ყვებიან“, – განაცხადა კაპანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს 51-საჯარო სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ. არასრულწლოვნების გამოკითხვა ფსიქოლოგების და მათი მშობლების თანდასწრებით წარიმართება. პროცესს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც ესწრება. დღეს დაგეგმილია ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ სკოლის მანდატურები გამოკითხა.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა იწყება
შემდეგი სტატიადღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ