დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ

დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა. პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პარა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ ხელმძღვანელმა, ელდარ ფერცულიანმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გააგრძელებს პარასპორტის მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : გამოკითხვისას არასრულწლოვანი მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციებს იძლევიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება