ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა იწყება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა იწყება.
ერგნეთში იმყოფება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ანთაძე.
ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველად 10 საკითხი დგას. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გაურკვეველ გარემოებაში საქართველოს მოქალაქის დავით ბაშარულისგარდაცვალების ფაქტი იქნება. დღის წესრიგში დგას სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან შევიწროების საკითხიც.
„ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო დაკავების გახშირებულ ფაქტებზე და აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილების პრობლემებზე,”-აცხადებს ანთაძე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : გამოკითხვისას არასრულწლოვანი მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციებს იძლევიან