სერგეენკო – მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჯარის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ქართული ჯარის მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო.

მისივე თქმით, ჯართან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება ამ ინსტიტუტის უპატივმცემლობაა.

„ჩემი პროფესია არ არის მენტორობა, რომ ამ ადამიანს მივუთითო, საკუთარი აზრი სიტყვათა რა წყობით წარმოთქვას, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვალდებული ვარ, ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო ჯარის მიმართ. ის ოფიცრები, რომლებიც ჯარში მსახურობენ, ისევ აგრძელებენ სამსახურს იმ პერიოდიდან, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ტილიან ჯარს ეძახის. სიტყვას კონტროლი უნდა, მეტი პატივისცემაა საჭირო ამ ინსტიტუტის მიმართ. მისი მხრიდან ეს სულ მცირე უპატივცემულობაა. არ შეიძლება, ასეთი სიტყვათა წყობით ჯარს მიმართო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ ქუთაისში იმერეთის რეგიონის მერობის, მაჟორიტარებისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაღიბრაძე – სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი