სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის (+ვიდეო)

სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის. შესაბამის ხელშეკრილებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Man truck and bus AG-სთან ხელი დღეს მოეწერა. ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 7 თვისა თბილისის ავტოპარკი ჯამში, ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

ავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და აღჭურვილი იქნება CNG საწვავზე ( ბუნებრივი აირი) მომუშავე ძრავით, რაც ეკოლოგიურად დიზელთან შედარებით უფრო მცირე ოდენობის გამონაბოლქვს გამოყოფს, არ აქვს შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი, პროექტი EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება.

ეკოლოგიურად სუფთა ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სუფთა ავტობუსები ქალაქის მასშტაბით ივლის. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

https://www.youtube.com/watch?v=m21PlR_Re9w&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო კითხვების გვერდი შექმნა
შემდეგი სტატიასირიაში 34 წლის პანკისელი, რუსლან ქავთაროვი დაიღუპა