სირიაში 34 წლის პანკისელი, რუსლან ქავთაროვი დაიღუპა

241260

სირიაში დაბომბვის შედეგად 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქავთაროვი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, 2003 წელს კი ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჯერ გროზნოში, შემდეგ კი ევროპაში წავიდა. რუსლან ქავთაროვი სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

„მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა, რომლებიც საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობენ. რუსლან ქავთაროვს პანკისის ხეობაში ნათესავები ჰყავს. სამი თვის წინ ბიძამისს, ომარ ქავთაროვს დუისში საცხოვრებელი სახლი დაუწვეს“, – წერს ICK.

სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 19 პანკისელი დაიღუპა. ICK-ს ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, რომლის ორი ლიდერიც, თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი პანკისის ხეობიდან არიან.

banner
წინა სტატიაშისექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის (+ვიდეო)
შემდეგი სტატიასოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში C ჰეპატიტით დაავადებული 13 473 ათასი პაციენტია დარეგისტრირებული