სენაკში რძის საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. შენობიდან 16 ათასი ლარის ღირებულების დანადგარებია გატანილი.  რისი წაღებაც ვერ მოასწრეს ადგილზეა განადგურებული. გადაჭრილია მილები. წინასწარი მონაცემებით, 16 ათას ლარს აღემატება ზარალი.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში “პრაიმტაიმს” განუცხადეს,რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

banner
წინა სტატიაშისექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია„აღასრულე სამართალი”, “ნუ დაღუპავ მომავალს”, 12 ჭრილობა და არც ერთი მკვლელი?”