სენაკში ია მეტრეველს ავტომანქანა დაუზიანეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 1, 2016 14:46

სენაკში ია მეტრეველს ავტომანქანა დაუზიანეს

14489011_1795885054029827_1527066352_o სენაკში ია მეტრეველმა საგაგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სანდრა რულოვსისგან ვერ მიიღო შეკითხვებზე პასუხი იმ მოქმედებებზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ანხორციელებდა. მეტრეველის თქმითვე, სენაკში, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმა ავტომანქანა დაუზიანეს. „ისინი მანქანას ხელ-ფეხს ურტყამდნენ,“ – აღნიშნა ია მეტრეველმა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ წუთებში ია მეტრეველის ავტომობილს პოლიცია ამოწმებს.

შეგახსებეთ, რომ სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები კობა ნაყოფია  და სანდრა რულოვსი მოსახლეობას ხვდებოდნენ, რა დროსაც მათთან  ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტერეველი მივიდა, რომელმაც სანდრა რულოვსს მისი შვილის მკვლელობა შეახსენა.

„დიდი ხანია მინდოდა თვალებში ჩამეხედა თქვენთვის. არასოდეს სინანული არ გამოგიხატავთ ჩემს მიმართ, არცერთი დედის მიმართ, გასამრავლებელი ბიჭები რომ გაჟლიტეთ,“ – მიმართა ია მეტრეველმა სანდრა რულოვსს.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის სიტყვით გამოსვლის დროს, ბუტა რობაქიძის დედამ ასევე განაცხადა, რომ “ყელამდე სისხლში ხართ გასვრილი, იგივე თანამონაწილე ხართ. დამთავრდა “ნაციონელების” დროს, დამთავრდა თქვენი მკვლელობების და გაუპატიურებების დრო “.

14527558_1249281628471392_241611781_n

“მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლში ვდგავარ, -ასე უპასუხა სანდრა რულოვსმა ია მეტრეველის ბრალდებას.

მისი თქმით, არიან ადამიანები, ვინც სიმწარე ნახეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ეს ურთელესი საკითხია.

„არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს როცა მიშა იყო. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამისთვის, მაგრამ ეს დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ გვინდა მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ და რაც იყო ცუდი, წარსულში დავტოვოთ. მე არ უნდა დამაბრალოთ და არ უნდა მითხრათ, რომ სისხლშო ვდგავარ“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

„მე მოვდივარ სუფთა ხელებით პარლამენტში. კეთილი საქმის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. მინდა, რომ ის შეცდომები, რომელიც იყო წარსულში,  დარჩეს წარსულში“,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 1, 2016 14:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics