ქუთაისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიასთან ამომრჩევლებს ხვდება.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ქუთაისი ცვლილებას ელოდება და ამ ყველაფერს არჩევნები სჭირდება.

,,ქუთაისი ისევე, როგორც მთლიანად საქართველო, ელოდება ცვლილებებს. ელოდება წინსვლას, პრობლემების მოგვარებას. ამ ყველაფერს სჭირდება არჩევნები და სწორი არჩევანის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს. ჩვენი გეგმა არის ეს, წყნარად დემოკრატიულად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების გზით წერტილი დავუსვათ უნიათობას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსულო დეპარტამენტმა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა
შემდეგი სტატიასენაკში ია მეტრეველს ავტომანქანა დაუზიანეს