სენაკის საკრებულო კვლავ თავმჯდომარის გარეშე რჩება

ნაადრევად იზეიმა ოპოზიციამ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საკრებულომ ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება სცნო. ამის შემდეგ 33 კაციან საკრებულოში ოპოზიციას 17 კაცი გაუხდა. უპირატესობაში მყოფმა ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია.
მმართველმა პარტიამ კი სასამართლოში გაასაჩივრა 9 თებერვლის გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა 2022 წლის 9 თებერვლის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შესახებ, ხმის დამთვლელის დროებითი კომისიის შესახებ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ნიკოლოზ შამათავას ცნობის შესახებ.
ამ გადაწყვეტილებების შეჩერების შემდეგ ოპოზიცია ისევ 16 კაციან ნიშნულს უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ,რადგან „ოცნებასაც“ 16 კაცი ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება, რაღაც გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში