საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფერის ნაზავი და სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი გვყავს – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოში ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას, მისთვის პრივილეგიების მინიჭებასა და საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ეხმაურება.
ბოკერიას თმით, როდესაც გაცხადებულად „კაგებეს“ ნომეკლატურის წევრს, პუტინთან დაახლოებულ პროპაგანდისტს, ჯერ დათანხმდები ქვეყანაში შემოშვებაზე, შემდეგ მიანიჭებ მას დამატებით პრივილეგიებს, ხოლო ამის მერე იწყებ კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა, ეს არის ამ მთავრობის დიაგნოზი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების და მოქალაქეების უპატივცემულობის სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი ჰყავს ქვეყანას.
„საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფერის ნაზავი და სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი გვყავს.
როცა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროპაგანდისტს, საბჭოთა დროიდან, საბჭოთა კავშირის პროპაგანდის, „კაგებეს“ ნომენკლატურას მისივე აღიარებით საბჭოთა დროს, ეხლა პუტინთან დაახლოებული პროპაგანდისტული ფიგურის, უბრალოდ ხელოვანის კი არა, პროპაგანდისუტული ფიგურის არამარტო შემოშვებას დათანხმდები ქვეყანაში, არამედ მიანიჭებ ისეთ პრივილეგიებს, რომლებსაც არ ანიჭებ შენ მოქალაქეებს, შემდეგ უტიფრად კამპანიას იწყებ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და კმაყოფილებას იწვევ საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლების, რომ ეს კარგი მთავრობაა, ხალხი არ ვარგა, თორემ ხალხი კარგია არისო, ეს არის დიაგნოზი ამ მთავრობის.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიროდესაც იცი, რომ ივანიშვილისნაირი პოლიტიკური პარანოიის მქონე ადამიანი არის შენი ხელმძღვანელი, დაძაბული ხარ, რამეზე შემთხვევით ხელი არ მოგეწეროს, რაც შემდეგში აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა, რაც ბიძინას უნდოდა – ბოკერია
შემდეგი სტატიანობელის პრემია კადიროვს – როგორ გავრცელდა ეს