ნობელის პრემია კადიროვს – როგორ გავრცელდა ეს

კადიროვის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ ინფორმაცია რუსეთში ტამბოვის მედიამ გაავრცელა – ზუსტად აქ მდებარეობს ნობელის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ინფორმაციის პირველწყაროა. როგორც “ბიბისიმ” გაარკვია, ორგანიზაციას “ფეისბუქზე” 264 გამომწერი ყავს და მათ ვებ გვერდი არ გააჩნიათ. “ფეისბუქზე” ორგანიზაციის საქმიანობის აღწერაში ნათქვამია, რომ ის “სერიოზული ორგანიზაციაა”, რომელსაც ფილიალები აქვს მოსკოვში, პეტერბურგში, ბაქოსა და ვენაში. დაარსდა 1987 წელს როგორც სამეცნიერო-ტექნიკური კოოპერატივი, მისი მუდმივი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ტიუტიუკოვია, მათი ამოცანაა “ნობელის პრემიის პოპულარიზაცია”.

ინფორმაცია ტამბოვის შემდეგ ჩეჩნურმა მედიამ გაავრცელა, შემდეგ კი წამყვანმა რუსულმა გამოცემებმა. რადგანაც დღეს პირველი აპრილია, ინფორმაცია მკითხველებმა მიიღეს როგორც ხუმრობა. თუმცა, ტიუტიუკოვი ირწმუნება, რომ მას სარწმუნო წყარომ მიაწოდა ცნობა.
რუსეთში საგარეო აგენტად აღიარებული “მემორიალის” უფლებადამცველმა ოლეგ ორლოვმა მედიასთან განაცხადა, რომ “ნობელის პრემიაზე ის ადამიანები წარადგენენ კანდიდატებს, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ. ნობელის აღმასრულებელი კომიტეტი ასეთ განაცხადებს არც კი განიხილავს, თუმცა, ამ თითქოსდა წარდგენით მედიაში ხმაური ტყდება” – ორლოვის სიტყვებს “ბიბისის” რუსული ბიურო ციტირებს.

ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს დასავლეთში მიიჩნევენ ხელმძღვანელად, რომელიც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფერის ნაზავი და სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი გვყავს – ბოკერია
შემდეგი სტატიაკათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავს