საზოგადოების 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა -NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, საზოგადოების 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქებიისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?”, 66% პასუხობს, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს.

NDI წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და 55+ ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს.

კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდაჭერთა 34% ამბობს, რომ მთავრობამ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოიღოს, ხოლო 49% სავიზო რეჟიმის შემოღებას ეთანხმება. ოპოზიციის მხარდამჭერთა 19% ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოღებას, 75% – თანახმაა. გამოკითხულთა 64% არ ასახელებს მათ მხარდაჭერილ პარტიას და მათგან – 20% სავიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია, 69% კი თანახმა.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტი წინააღმდეგი – 28% 55+ ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს. ამავე ჯგუფში, 59% მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის დაწესებას.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა – 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს – ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

banner
წინა სტატიაშირა ცვლილებები მოხდა საზოგადოების განწყობებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – NDI-ის კვლევა
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობის 59% რუს ხალხს დადებითად აფასებს – NDI