საქართველოს მოსახლეობის 59% რუს ხალხს დადებითად აფასებს – NDI

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში ჩაატარა კვლევა იმის გასაგებად, თუ როგორია საზოგადოებაში რუსეთის მთავრობისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება.

კითხვაზე როგორ აფასებთ რუს ხალხს, პასუხები ასე გადანაწილდა:

✅ დადებითად 59%

❌ უარყოფითად 36%

🤷 არ ვიცი 4%

კითხვაზე როგორ აფასებთ რუსეთის მთავრობას, პასუხები ასე გადანაწილდა:

✅ დადებითად 9%

❌ უარყოფითად 85%

🤷 არ ვიცი 5%

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც NDI-მ საქართველოს მოსახლეობას დაუსვა, არის შემდეგი: თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?

პასუხები ასე გადანაწილდა:

✅ უნდა შემოიღოს 66%

❌ არ უნდა შემოიღოს 23%

🤷‍♂️ არ ვიცი 11%
აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა -NDI
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობის 71% ნატოში წევრობას მხარს აქტიურად უჭერს – NDI