,,საზოგადოებამ დაინახა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ხდება გამჭვირვალედ”

region
: region ივნისი 2, 2019 14:20

,,საზოგადოებამ დაინახა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ხდება გამჭვირვალედ”

მთავარი ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის არის ის, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად მიიღო ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსამართლეების შერჩევა და ეს ემყარება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველთა სიაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნასთან დაკავშირებით ნიკორწმინდაში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება, თუმცა საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ადამიანის შერჩევა გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხდება.

„ეს იყო ის შემთხვევა, სადაც ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა საუკეთესო ევროპული პრაქტიკით და რეალურად ეს ასეც მოხდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს, მათ შორის შალვა თადუმაძეს თუ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა დაინახოს და უკვე დაინახა პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებით, ნებისმიერი ადამიანის შერჩევა ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ხდება გამჭვირვალედ, უმაღლესი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

region
: region ივნისი 2, 2019 14:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics