,,რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით” – რუსული სტენდი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

“რუსეთი არ არის პუტინი, რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით” – ასეთი შინაარსის წარწერა დახვდა დამთვალიერებელს, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპოჯორჯიაში. ფესტივალზე, სადაც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმობია წარმოდგენილი, ერთ-ერთი კუთხე რუსულ ლიტერატურას ეთმობა.

თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალი წელს 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა

banner
წინა სტატიაში,,საზოგადოებამ დაინახა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ხდება გამჭვირვალედ”
შემდეგი სტატია“თაიმერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს