საზიარო უფლების უძრავ ნივთზე საჯარო აუქციონის გაუქმებისას დაუშვებელი იქნება განმეორებითი აუქციონის გამოცხადება ნივთის შეფასების აქტის შედგენიდან ერთი თვის განმავლობაში

საზიარო უფლების უძრავ ნივთზე საჯარო აუქციონის გაუქმებისას დაუშვებელი იქნება განმეორებითი აუქციონის გამოცხადება ნივთის შეფასების აქტის შედგენიდან ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს, რომლის ინიცირება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული დროის განმავლობაში თითოეულ თანამესაკუთრეს უფლება
ექნება, განაცხადით მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სარეალიზაციო ქონების შეძენის თაობაზე, არანაკლებ აუქციონზე გამოსაცხადებელი ქონების საწყისი ფასით.

პროექტით კონკრეტდება, რომ თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი იქნება ერთი თანამესაკუთრის განაცხადი, ნივთის შეძენის უფლება მიენიჭება ამ განმცხადებელს. რამდენიმე განმცხადებლის შემთხვევაში კი, ნივთს შეიძენს მაღალი ფასის წარმდგენი თანამესაკუთრე, ხოლო თანაბარი ფასის წარდგენის შემთხვევაში – ვინც უფრო ადრე გააკეთა განაცხადი.

ცვლილებების თანახმად, ნივთის შეძენის ვადად განისაზღვრება ერთი თვე ნივთის შეძენის უფლების წარმოშობიდან.

banner
წინა სტატიაშიეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელში იქნება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა