საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება 42 ქალაქში მიმდინარეობს ხოლო 3-ში დასრულდა

დღეს,  გამართულ ბრიფინგზე, პარტიების გირჩი (მთ) – დროა თავმჯდომარეებმა, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საზოგადოებას კამპანიის „საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“ მიმდინარეობა გააცნეს.

2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობისათვის 15-მდე ქვეყნის 42  ქალაქში, გირჩი-დროას ორგანიზებით გროვდება ხელმოწერები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსათვის მისამართად, რათა მოცემულ ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები.  მათგან 3-ში: ცინცინატი (აშშ), ლეჩე და მანტუა (იტალია) ხელმოწერების შეგროვება დასრულებული ხოლო ოფიციალური წერილები უკვე გაგზავნილია.

პარტიები გირჩი (მთ) და დროა მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ვითხოვთ ცესკომ თავად აწარმოოს მსგავსი კამპანია და უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები მილიონამდე საქართველოს მოქალაქისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებული შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა საპარლამენტო არჩევნებში პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასთან და წარმოადგენს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შესასრულებლად განსაზღვრული 9 პუნქტიდან ერთ-ერთს.

ქალაქების სრული ჩამონათვალი, რომლებშიც საარჩევნო უბნის გასახსნელად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება:

  1. აშშ – ფილადელფია
  2. აშშ – ცინცინატი
  3. აშშ – მაიამი
  4. აშშ – ჩიკაგო
  5. აშშ – ლოს-ანჟელესი
  6. აშშ – შტატი ნიუ იორკი, ქალაქი რივერჰედი
  7. აშშ – შტატი ნიუ ჯერსი, ქალაქი სომერვილი
  8. აშშ – შტატი მიჩიგანი, ქალაქი დეტროიტი
  9. აშშ – ნიუ იორკი/ბრუკლინი
  10. აშშ – შტატი მასაჩუსეტსი, ქალაქი ბოსტონი
  11. კანადა – ტორონტო
  12. კანადა – ვანკუვერი
  13. ბელგია – ანტვერპენი
  14. ბელგია – გენტი
  15. გერმანია – კარლსრუე
  16. გერმანია – ჰამბურგი
  17. გერმანია – კიოლნი
  18. გერმანია – ჰანოვერი
  19. გერმანია – შტუტგარტი
  20. გერმანია – ბონი
  21. გერმანია – დრეზდენი
  22. გერმანია – დიუსელდორფი
  23. საფრანგეთი – სტრასბურგი
  24. საფრანგეთი – ლიონი
  25. საფრანგეთი – სან-ბრიო
  26. იტალია – ლეჩე
  27. იტალია – ვერჩელი
  28. იტალია – რეჯიო ემილია
  29. იტალია – მილანი
  30. იტალია – ფასანო
  31. იტალია – ტარანტო
  32. იტალია – უდინე
  33. იტალია – მანტუა
  34. პოლონეთი – კრაკოვი
  35. პოლონეთი – ლოძი
  36. პოლონეთი – ლეგნიცა
  37. ესპანეთი – ვალენსია
  38. ესპანეთი – ბილბაო
  39. ესპანეთი – არნედო
  40. ესპანეთი – ტარაგონა
  41. ესპანეთი – არნედო
  42. ირლანდია – ლიმერიკი

გირჩი-დროას გუნდი მივმართავთ ამ ქალაქებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დაგვიკავშირდნენ, რათა დავეხმაროთ ადგილზე ხელმოწერებისა და განცხადებების ორგანიზებაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებაში.

ასევე, მივმართავთ უცხოეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს, დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას.

შეგახსენებთ, გირჩი-დროამ დაიწყო კამპანია „საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს მიეცეს საშუალება საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნის გასახსნელად საჭიროა 50 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერით დადასტურებული სურვილი.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშითიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ფონდი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
შემდეგი სტატიაგოგი  თათუხაშვილი: სასწრაფოდ, წყალივით მჭირდება ადვოკატები, ექსპერტი პათოლოგ-ანატომი, ექსპერტ-ფსიქოლოგი !!!