სავჩენკომ სამხედრო ტყვეების დაპირებული სია გამოაქვეყნა

news
ავტ.: news იანვარი 11, 2017 00:14

სავჩენკომ სამხედრო ტყვეების დაპირებული სია გამოაქვეყნა

უმაღლესი რადას დეპუტატმა, უკრაინელმა ნადეჟდა სავჩენკომ სამხედრო ტყვეებისა და პატიმრების სია გამოაქვეყნა, რომელთა გადაცვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს კიევს, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან. უკრაინულმა სპეცსამსახურებმა, პატიმრების უსაფრთხოების გამო, სავჩენკოს სიის გასაჯაროვებისგან თავის შეკავებისკან მოუწოდეს.

რადას დეპუტატმა სულ 6 სია გამოაქვეყნა. პირველ ხუთ სიაში უკრაინელები არიან: პირველში 41 გვარია, მეორე სიაში – 121 გვარი, მესამე და მეოთხე სიაში – 631 ადამიანია, მეხუთეში – 44 და მეექვსეში – 102 რუსეთის მოქალაქის გვარი, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს.

სიის გამოქვეყნების შესახებ განცხადება სავჩენკომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2017 00:14

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics