სავარაუდოდ, გოდერძი ბუკიას ირაკლი ბერაია შეცვლის

irakli-beraia-xobis-majoritarobis-kandidatiქართული ოცნების წარმომადგენლის, გოდერძი ბუკიას, მიერ მაჟორიტარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებები გაკეთდა ქართულ ოცნებაში.

სავარაუდოდ, მმართველ გუნდს უკვე შერჩეული ჰყავს გოდერძი ბუკიას შემცვლელი. საუბარია ირაკლი ბერაიას კანდიდატურაზე. თუმცა აღნიშნულ საკითხს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. ნუკი ქანთარიას განცხადებით, კი პოლიტსაბჭოს ფორმატში აღნიშნული თემა ჯერ არ განხილულა.

“თაიმერის” ინფორმაციით ასევე იგეგმება  რამდენიმე კანდიდატის შეცვლის საკითხი. სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ „ქართული ოცნების“ შტაბს ამცნო, რომ პრობლემები აქვს ზუგდიდის და ხობის საარჩევნო ოლქებში. შონია ვარაუდობს, რომ ის „ზუგდიდსაც წააგებს და ხობსაც. წყაროს თანახმად, ზუგდიდში ოცნების კანდიდატია მერაბ ქვარაია, რომელთანაც შონიას ადრეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ქვარაიამ მას თავისი კანდიდატურა მაჟორიტარად შანტაჟით და მუქარით წარადგენინა. ქვარაია და მისი პროკურორი მეუღლე შონიას ემუქრებოდნენ: „ტენდერებში მახინაციებს და კორუფციულ გარიგებებს გაგისაჯაროებთ თუ ქვარაიას კანდიდატურას არ შესთავაზებ კვირიკაშვილსო“. სწორედ „შანტაჟით დანიშნული ქვარაის ჩაჩოჩება უნდა ახლა შონიას. მას ხობშიც თავისი ინტერესები აქვს, თავისი თავის დაყენება უნდოდა მაჟორიტარად ამ საარჩევნო ოლქში და ახლა წყალს უყენებს ადგილობრივ მაჟორიტარს… ოცნებას მძიმე მდგომარეობა აქვს წალენჯიხაშიც…

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მეშვიდე ოლიმპიური მედალი