ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას შეხვდა

ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მცხოვრები ორი ქართველი სიმბოლური ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ემზარ მატკავა და ლევან მორგოშია 14 აგვისტოს, მდინარე ენგურზე თევზაობის დროს დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ რუხში მცხოვრებ ემზარ მატკავას და ლევან მორგოშიას პირადად შეხვდა და შინ მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დარღვევის ბრალდებით ქართველების პატიმრობაში აყვანა, იყო უსამართლო აქტი, ვინაიდან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეგრეთწოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან, მითუმეტეს მეთევზეობასთან და მასთან დაკავშირებულ მოქმედებებთან.
ვახატანგ ყოლბაიამ, ასევე აღნიშნა, რომ მატკავა და მორგოშია ყველაზე მეტად გაახარა იმ ფაქტმა, რომ აფხაზებს ძალიან გაუკვირდათ ქართველების დაკავება და რუსი მესაზღვრეების საქციელი არაკანონიერად მიიჩნიეს. საბოლოოდ კი ეგრეთწოდებულმა სასამართლომ სიმბოლური თანხის 2400 რუბლის ფასად, რაც 82 ლარის ეკვივალენტია, მოახდინა დაპატიმრებულების განთავისუფლება.
„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას მორალური მხარდაჭერისთვის. დღეს მთელი ოჯახი ვიმყოფებით უფასო სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელიც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარდება. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, უშუალოდ შევხვედროდი და მადლობა მეთქვა ბატონი ვახტანგ ყოლბაიასათვის, რომლის თანადგომაც ძალიან დიდი იმედია ჩვენთვის. ასევე მინდა ჩვენი ოჯახების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და შერიგების სამინისტროებს, რომელთა დაინტერესება და მონაწილეობა ამ იმნციდენტში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის შვილმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასავარაუდოდ, გოდერძი ბუკიას ირაკლი ბერაია შეცვლის