სატვირთოს მძღოლმა პროკურატურაში საკუთარ ცოლს უჩივლა

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთში სატვირთოს მძღოლმა პროკურატურაში საკუთარ ცოლს უჩივლა იმის გამო, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
40 წლის ალიმ, რომელიც სამი წლის წინ დაქორწინდა, რამდენჯერმე სთხოვა ცოლს ნუ ლანძღავდა ერდოღანს როცა ის ტელევიზორში გამოჩნდებოდა, რაზეც პასუხად მიიღო “ჩაიწერე და მიჩივლე”. მამაკაცმა ცოლის რჩევა გაითვალისწინა და საჩივარი დაწერა.
“მე მას ვაფრთხილებდი და ვეკითხებოდი, რატომ აკეთებ მეთქი ამას? ჩვენი პრეზიდენტი კარგი კაცია და თურქეთისთვის კარგ საქმეებს აკეთებს” – ამბობს ალი. მან ასევე განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში საკუთარ მამასაც უჩივლებდა.
ალის ცოლმა, თავის მხრივ განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი.

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით, პრეზიდენტის ლანძღვა დასჯადია იმ შემთხვევაში, თუკი ეს სახალხოდ მოხდა.

banner
წინა სტატიაში35 წლის ნინა რომანაძის და მისი 3 წლის გოგონას ცხედრებს ქობულეთში გადაასვენებენ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ის, რაც სასამართლო ხელისუფლების შიგნით მიმდინარეობს, უაღრესად საყურადღებო პროცესია