ეკა ბესელია: ის, რაც სასამართლო ხელისუფლების შიგნით მიმდინარეობს, უაღრესად საყურადღებო პროცესია

მამუკა ახვლედიანის დღევანდელ განცხადებებზე განმარტებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აკვირდებიან პროცესებს, თუმცა არ აპირებენ საჯარო შეფასებების გაკეთებას, რათა არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება.

„ის, რაც სასამართლო ხელისუფლების შიგნით მიმდინარეობს, არის უაღრესად საყურადღებო პროცესი,“ – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი ბრალდებები წაუყენა. ტესტების სკანდალზე ჩატარებულ შიდა მოკვლევას მამუკა ახვლედიანი ეჭვქვეშ აყენებს.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მისი გადაყენების გასაჩივრებასაც გეგმვას.

banner
წინა სტატიაშისატვირთოს მძღოლმა პროკურატურაში საკუთარ ცოლს უჩივლა
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: თოფაძისადმი დავკარგე ინტერესი