საწყენი იყო, მე რაც ეკა ბესელიას მიმართ ვთქვი, მაგრამ რეალობაა – ვოლსკი

პოლიტიკური უზნეობაა გუნდს დააბრალო ის, რაც არათუ მის ხელწერაში არ შედის, არამედ მიაჩნია მიმართულებად, რომელსაც უნდა ებრძოლოს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ეკა ბესელიას კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეკა ბესელიამ ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძვლებს ანგრევს.
„მე გავიმეორებ, ეს არის პოლიტიკური უზნეობა. რაც შეეხება მლიქვნელობას, არ ახასიათებს ჩვენს გუნდს, ბიძინა ივანიშვილს მლიქვნელური გარემო არასდროს ჰქონია და 2011 წლიდან მოყოლებული, ვინ თუ არა ეკამ იცის, რომ ეს არ არის ჩვენს გუნდში დაფასებული და პირიქით, იწვევს აგრესიას. რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ ინტერესებს, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური უზნეობაა. არც მე, არც სხვას არაფერი გარდა იმისა, რაც დეკლარაციაში აქვთ მითითებული არ გააჩნიათ, ზოგს ბევრი აქვს, ზოგს ნაკლები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში მცხოვრებ 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი : სამ კანდიდატს გავესაუბრეთ, გაუგიათ სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ამბები, მაგრამ თავად იყვნენ დონ კიხოტები