სათევზაოდ მიმავალ 24 წლის ლ.გ.-ს, ავტომანქანაში კუსტარული წესით დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, რის შედეგადაც მას მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა. პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულს სახეზე და კიდურებზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ექიმების გფანცხადებით, პაციოენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ, თუმცა რა მუხლით აღიძვრება საქმე, ჯერ ცნობილი არ არის, რადგან დაზარალებულის დაკითხვა ვერ ხერხდება.
პაციენტის განცხადებით, მან ასაფეთქებელი მოწყობილობა მან თავად დაამზადა სახლში.