სასურველია, სტაციონარში გადავიდეს – სასწრაფო დახმარების ექიმი ხოშტარიაზე

სასწრაფო დახმარების ექიმი აცხადებს, რომ რადგან გონების დაკარგვის ეპიზოდი დაფიქსირდა, სასურველია ელენე ხოშტარია სტაციონარში გადავიდეს. მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრები ახლა ნორმის ფარგლებშია.

“ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,”- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი “ლელოზე”: არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს
შემდეგი სტატიაკონსილიუმის გადაწყვეტილება: გადაყვანილ იქნეს გადაუდებლად, მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში