სასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე უკრაინა – გენერალი მარკ მილი

აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მსოფლიო წესრიგს უქმნის საფრთხეს.

როგორც მან აღნიშნა, თუ ახლა რუსეთის შეჩერება არ მოხდება, წესრიგი დაირღვევა და მსოფლიო არასტაბილურობის ეპოქაში შევა.

“სასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე უკრაინა. საფრთხე ექმნება მსოფლიო წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარდა და რომელმაც მშვიდობა 78 წლის განმავლობაში შეგვინარჩუნა. ამის მიზეზი იმ პრინციპის დაცვა იყო, რომლის მიხედვითაც, ძლიერი სახელმწიფო არ უნდა აწარმოებდეს სამხედრო აგრესიას პატარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს კი უკრაინაში სწორედ ამას ვხედავთ. თუ ახლავე არ შევაჩერეთ რუსეთი, თუ მას ეს გაუვა, საერთაშორისო წესრიგიც დაირღვევა და სერიოზული არასტაბილურობის ეპოქაში შევალთ. ამიტომ, სწორედ ახლა არის დრო, რომ შევაჩეროთ აგრესია და აღვადგინოთ მშვიდობა, სტაბილურობა ევროპის კონტინენტზე”, – ამბობს მარკ მილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახებმა ისარგებლონ სოციალური პაკეტით, იქ მებრძოლებს მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი – ენმ-ის ინიციატივა
შემდეგი სტატიადავითულიანი – რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? – რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?